რეკლამა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნიკალური ჯიშის 2 ხე შეემატა
FaceBook Twitter
E-mail Print
60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შეემატა. უნიკალური ჯიშის ხეები შალვა გულუას შთამომავლებმა ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლოდ გადასცეს.

აღნიშნული ხეები ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაათვალიერა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

,,ზუგდიდს მალე განახლებული ბოტანიკური ბაღი ექნება, რომელიც ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად და მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ბაღის მთელ პერიმეტრზე შეიცვალა ღობე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემა, დასრულდა მებაღის სახლის, დამხამარე ნაგებობის, ორანჟერეას, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, დაცვისა და სალაროს ჯიხურების მშენებლობა. დასრულებულია ტბორების მოპირკეთება, მიმდინარეობს შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები, ირგვება ახალი მცენარეები.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.