რეკლამა
თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებულ ვითარებას მერი ადგილზე გაეცნო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"თეთრი გიორგის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდა მათი ჭების დაბინძურება, რამაც, რამდენიმე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია. 6 ადამიანი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში. მშენებელ კომპანიას დავავალდებულეთ, რომ ადგილობრივების წყლით მომარაგება მომხდარიყო, თუმცა ეს გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა. შევისწავლეთ მდგომარეობა ადგილზე, მოხდება აღნიშნული მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგება, იმ პერიოდამდე, სანამ ყველა ოჯახის სასმელი წყლის მდგომარეობა ლაბორატორიულად არ იქნება შემოწმებული. პრობლემის აღმოფხვრამდე, კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთად მოახდენს აღნიშნული უბნის სასმელი წყლით მომარაგებას", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე აღნიშნული პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე მოხდება მოსახლეობის სასმელი წყალით უზრუნველყოფა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.