რეკლამა
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მსმენელთა მიღება 4 სექტემბრიდან განახლდა. პროგრამა 3 თვიანია. მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია 200 ლარი და ასევე ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

„ფინკა ბანკი სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც სურს კარიერა დაიწყოს ან გააგრძელოს საბანკო სფეროში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ და განვითარდნენ. სწავლების პროცესი ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში მიმდინარეობს, საქართველოს 30 ქალაქში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად მსმენელები იღებენ სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით და აქვთ საშუალება იმისა, რომ დამატებით გამოიმუშაონ ბონუსი“, -ამბობს ლელა თოფურია, ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 4 სექტემბერს განახლდა და 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge ასევე, ფინკა ბანკის ფილიალებში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.