რეკლამა
ზუგდიდში ვეტერანთა ხეივანი გაიხსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდს კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი საზეიმოდ გაიხსნა.

ხეივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, ვეტერანებთან და ადგილობრივებთან ერთად გახსნა.

,,მიხარია რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატა ჩვენს ქალაქს და მომავალში კიდევ ბევრი შეემატება, თითოეული ზუგდიდელის ჩართულობით ბევრ კარგ და სასიამოვნო ადგილს შევმატებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ქვია ვეტერანთა პარკი, ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის, ვმუშაობთ მონუმენტის შექმნაზეც, რომელიც აქ განთავსდება, ეს იქნება მათი ღირსეული ხსოვნისთვის გაკეთებული კიდევ ერთი საქმე“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 252 581 ლარი შეადგინა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.