რეკლამა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება
დღეს, 6 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება "ძველი და ახალი დროის სინთეზი" გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თქვენს მუსიკალურ განწყობაზე ანსამბლი "ოდოია" იზრუნებს. სასიამოვნო განწყობას ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი "ხარება" და ცხენოსნები შექმნიან (თავისუფალი ფოტოსესია, ცხენით გასეირნება).

გაიმართება "ფლეშმობი" - ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებით. ასევე სახეზე მოხატვა - განწყობა შენი არჩევანია.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, "ზუგდიდი - შენი განწყობის ქალაქი-ს" ფარგლებში ყოველ პარასკევს 20:00 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმართება.