რეკლამა
კანონთან კონფლიქტში მყოფთა საზოგადოებაში დასაბრუნებლად, მენტორების მუშაობა პოზიტიურად შეფასდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
როგორ შევუწყოთ ხელი კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს რესოციალიზაციაში, დასაქმებაში, რომ არამხოლოდ თავად განვითარდნენ, არამედ აკეთონ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეც, განმუხურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

დისკუსია პროექტის - "ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰილფსვერქ ინთერნეიშენალ", პარტნიორ ორგანიზაცია "თანხმობასთან" ერთად ახორცილებს. განხილვის მთავარი თემა სამეგრელოს რეგიონში მენტორობის პროგრამის დანერგვის საჭიროება იყო, როგორც ერთ-ერთი მექანიზმის, რომელმაც საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს პრობაციონერთა და პატიმართა რეაბილიტაცია, საზოგადოებაში დაბრუნების პროცესი. კერძოდ, ეს ადამიანები მოხალისეობრივად ეხმარებიან კანონთან კონფლიქტში მყოფებს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, ოჯახთან და გარეშე პირებთან კომუნიკაციაში.

პროექტის მენეჯერის საქართველოში, ნანა გოგოხიას თქმით, სამუშაო პროცესი ასევე გულისხმობს საზოგადოებრივი სტიგმის დაძლევას, რაც ზოგადად მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეების მიმართ არსებობს.

თავის მხრივ, მართლმსაჯულების კუთხით მოწვეულმა ექსპერტმა და პროექტის მონაწილე მანანა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ შეკრებილებს გააცნო შედეგები, თუ როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში ბენეფიციართა ცხოვრება მას შემდეგ, რაც მენტორებთან მუშაობენ. ასევე ის, თუ რატომ ერთვებიან ადამიანები მოხალისეობრივად პროგრამის განხორციელებაში და უჩნდებათ დახმარების სურვილი. მანვე ისაუბრა, თუ რა რეალური ეფექტი მოაქვს ამ ყველაფერს დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეების მიმართ არსებული სტიგმების გაქარწყლების კუთხით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა ნდობის აღდგენის და შერიგების საკითხებში. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში შემცირდეს კრიმინალური ფონი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანები დაბრუნდნენ საზოგადოებაში თავიანთი კეთილი წვლილით. ამ პროცესში, მინისტრისვე განმარტებით, აუცილებელია სამინისტროებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

ღონისძიებას ევროკავშირის, იუსტიციის სამინისტროს, თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და მომავალ წელს, თებერვალში დასრულდება. ის ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, პრობაციის ეროვნულ ბიუროსთან, დანაშულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს სამ რეგიონში, სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში მენტორობის პროგრამაში უკვე ჩაერთო 90-ზე მეტი ადამიანი.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.