რეკლამა
გიორგი შენგელია პროექტების ვერიფიკაციის სამუშაო პროცესში ჩაერთო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მეორე დღეა სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში შემოტანილი პროექტების ვერიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია შეუერთდა.

,,სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი თავიდანვე გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ყველა მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი უბნის განვითარების პროექტი წარმოედგინა. დარწმუნებული ვარ, რომ 1 000 000 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის გამოვყავით მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიხარჯება, მათი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. მადლობას გიხდით ჩართულობისთვის, მჯერა, რომ მომავალ წელს მოსახლეობის ჩართულობა უფრო მაღალი იქნება“ - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ. ჯამში 40-მდე პროექტი შემოვიდა.

პროექტების ძირითადი ნაწილი ქუჩების ნუმერაციას, საბავშვი სკვერების, სანიაღვრე არხებისა და სპორტული მოედნების მოწყობას შეეხება. სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.