რეკლამა
ზუგდიდში მობილური კინოთეატრი მოეწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, სკეიტ პარკში, ღია ცის ქვეშ ქართული მხატვრული ფილმის „გაღმა ნაპირი“-ს ჩვენება გამართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დამსწრეებს სიტყვით მიმართა - „ზუგდიდში, დღეს პირველად ვაწყობთ ღია ცის ქვეშ ფილმის ჩვენებას. მიხარია ღონიძიებას ყველა თაობის წარმომადგენელი რომ ესწრება. აქვე მინდა გითხრათ, რომ მობილური კინოთეატრი ჩავა ყველა სოფელში და ის ეტაპობრივად მთელს მუნიციპალიტეტს მოიცავს. თქვენთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება, სწორედ დღეიდან ამ ღონისძიებებს მობილური კინოთეატრი ღია ცის ქვეშ შეემატება. მოხარული ვარ, რომ ეს ტენდენცია შემოვიღეთ და თქვენი ჩართულობით ის მომავალში ტრადიციად იქცევა“.- აღნიშნა მერმა გიორგი შენგელიამ.

თავის მხრივ ახალგაზრდებმა მერიის წამოწყება პოზიტიურად შეაფასეს და ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ - „ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ჩვენ ეს პრაქტიკა მოგვცემს მეგობრების ხშირად ნახვის შესაძლებლობას. ასევე შეგვიძლია ფილმის ნახვის მერე ჩამოვსხდეთ და გავარჩიოთ თუ რა მოგვეწონა. მოკლედ მეტი კომუნიკაცია გვექნება და ნაწილობრივ მოვწყდებით XXI საუკუნის გამოწვევას, რასაც ინტერნეტ დამოკიდებულება ქვია - გვითხრა მიმი მაქაცარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველ პარასკევს მართავს მუსიკალურ საღამოებს სახელწოდებით „ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი“. ასევე ყოველი კვირის, შაბათ დღეს, გაიმართება ინტელექტუალური თამაშები.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.