რეკლამა
ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის სათბურებში 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე გადის, ბრენდით "გენაცვალე".

"ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას, "STIMOR Associates" (სტიმორ ასოსიატეს) წარმომადგენლობა საქართველოში" ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რაოდენობა და ბიზნესმაც შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.