რეკლამა
მერმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სიმბოლურად, მშობლიური სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

,,მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად მიწევს ამ ლამაზი დღის აღნიშვნა, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში, დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. ჩემთვის ამ სკოლაში ყველაფერი მშობლიურია. ყველა კუთხე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიქნებით განათლების გვერდით, რადგან განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მთელი ბიუჯეტის 25% განათლების უფრო სრულყოფასა და განვითარებას მოხმარდება, ეს აისახება, როგორც პედაგოგების ანაზღაურებაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რაც უკვე დაწყებულია.

წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს, ,,მილენიუმის“ პროექტით სრულად რეაბილიტირებული 5 სკოლით ხვდება. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული.“ -აღნიშნა მოსწავლეებთან მიმართვისას გიორგი შენგელიამ. მეორე საჯარო სკოლაში მერთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.