რეკლამა
გიორგი შენგელია: ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ
FaceBook Twitter
E-mail Print
,,ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ და ამ მხრივ აქტივობები განხორციელდება“ - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს რადიო „ათინათი“-ს პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ზუგდიდისთვის“ სტუმრობისას განაცხადა. მერის განმარტებით ,,მობილური კინოთეატრი“, ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებას ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალგაზრდების და განათლების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ჩართულები. ეს შეეხება უქმე დღეების შემოქმედებითად დატვირთვას. იცით, რომ მუსიკალური საღამოები დადიანების სასახლეთა ეზოში იმართება. შაბათობით სკოლებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ინტელექტუალურ თამაშებს ვმართავთ. ჩვენ დავიწყეთ ღია კინოთეატრის საშუალებით ფილმების ჩვენება მოსახლეობისთვის. მარტო ქალაქის ცენტრი არ იქნება დატვირთული. უბრალოდ პირველი ღონისძიება დაიწყო აქედან და გავრცელდება მთელს მუნიციპალიტეტში“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

მობილური კინოთეატრი კვირას ანაკლიას ეწვევა, ფილმის ჩვენება კი 19:00 საათზე ანაკლიის ცენტრში გაიმართება. ღია კინოთეატრის მოწყობის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის. ცნობისთვის, პირველი ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ გასულ კვირას სკეიტ პარკში გაიმართა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.