რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 770 000 ლარია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღი აშენდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.