რეკლამა
მიიღე შენი ბინა „დადიანი რეზიდენსის“ უკვე დასრულებულ კორპუსში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. რამდენიმე დღეში შენობა უკვე საბოლოო იერსახეს მიიღებს. უახლოეს მომავალში გარე პერიმეტრის ნარჩენებისგან გაწმენდა და ეზოს კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების სამუშაოები დაიწყება. მალევე ახალ მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ გაარემონტონ კუთვნილი ბინები და იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

დეველოპერული კომპანია "მარმაქს ჯორჯიას" დირექტორის მოადგილე ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ კორპუსს ზუგდიდში მიმდინარე სხვა მშენებლობებისგან რამდენიმე მთავარი ნიუანსი განასხვავებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობის ხარისხი და გამოყენებული მასალებია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას ტერიტორია წრმოადგენს, სადაც კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათი ექსკლუზიური არქიტექტურული დიზაინის შენობაა აშენებული.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მარმაქს ჯორჯია წარმომადგენლებს ხშირად მიმართავენ კითხვით იპოთეკურ პროდუქტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, საბანკო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობენ, მაქსიმალურად კლიენტის ინტერესებზეა დაფუძნებული. კომპანიის და თი-ბი-სი ბანკის ერთობლივი განუწყვეტელი მუშაობით კი მიიღეს კონკრეტული შედეგი. კერძოდ, სწორედ ახლა ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი მუდმივი ან დროებითი სამყოფელისა, შეუძლია მოკლე ვადებში მიიღოს იპოთეკური პროდუქტი და გახდეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის თანამესაკუთრე. რა თქმა უნდა, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და არამარტო ქართველებს ეხებათ და საბედნიეროდ, მსგავსი პროდუქტის დანერგვამ შედეგი პრაქტიკაშიც უკვე უჩვენა.

"ძალიან ბევრი ემიგრაციაში მყოფი ქართველი, ზუგდიდის მცხოვრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ, არიან დაინტერესებულები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი გახდეს ჩვენი ბინები სწორედ თიბისი ბანკის მეშვეობით, და იპოთეკური პროდუქტის საშუალებით", - განმარტა "მარმაქს ჯორჯიას" დირექტორის მოადგილემ.

ბოტანიკური ბაღის გვერდით მდებარე ახლადაშენებული საცხოვრებელი 28 ბინიანია. "დადიანი რეზიდენსის" კომპლექსი სულ სამ კორპუსს გააერთიანებს.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.