რეკლამა
ზუგდიდში პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა მეოთხე საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე აშენდება. ბიბლიოთეკის პროექტირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა, სადაც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში 6 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი დადიანების სასახლისკენ ექნება.

შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ, 2 საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.