რეკლამა
ლილოშოპი - ყველაზე დიდი ქართული ინტერნეტ მაღაზია
FaceBook Twitter
E-mail Print
ინტერნეტის ერაში ვცხოვრობთ. უმეტესობა ჩვენგანს თავი გვაქვს ჩარგული საკუთარ მობილურსა თუ კომპიუტერში დილიდან შუაღამემდე და ათას საქმეს სწორედ მათი დახმარებით ვაგვარებთ. საყიდლებისთვის სულ უფრო იშვიათად დავდივართ მაღაზიიდან მაღაზიაში. სანაცვლოდ სახლში მოკალათებულნი, ონლაინ ვიწერთ საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს. დღეს საქართველოში ათობით ონლაინ მაღაზია ითვლის ბაზარზე არსებობის წელს, თვესა თუ კვირას. მათ შორისაა Liloshop.ge, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზიაა და უკვე მეორე წელია მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვნებითა და მომსახურების მაღალი დონით აცნობსა და აყვარებს თავს.

რა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი „ლილოშოპზე?“

ხშირად არ ვიცით, როგორი უნდა იყოს კონკრეტულად ჩვენთვის საჭირო ესა თუ ის ნივთი, თუმცა „ლილოშოპში“ არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, სასურველს აუცილებლად შევარჩევთ. პროდუქცია რამდენიმე კატეგორიად იყოფა: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭელი, ინტერიერის დეკორი, განათება და ავეჯი, საოჯახო ტექსტილი, სათამაშოები, სასკოლო ნივთები, საჩუქრები, სპორტული ინვენტარი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ამასთან, თითოეული მსხვილი კატეგორია რამდენიმე ქვეკატეგორიად იყოფა, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელსა და ადვილად საპოვნელს ხდის პროდუქტს. მაგალითად, სადღესასწაულო კატეგორიის ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა საახალწლო პროდუქცია. სწორედ ასეთი სეგმენტაციის გამო, წინასაშობაო ბუმის დროს ნაძვის ხის ყიდვა ტექნიკურად უფრო მარტივი პროცესია.

რამდენად სწრაფად მიიღებთ პროდუქტს ადგილზე?

როცა ინტერნეტ მაღაზიას ვსტუმრობთ, ერთ-ერთი რაც გვაინტერესებს, არის თუ რამდენ დღეში მოგვაწოდებენ შეკვეთილ ნივთს. ამ მხრივ ინტერნეტ მაღაზია „ლილოშოპი“ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. დედაქალაქის მასშტაბით პროდუქციის მიწოდებას 2-3 დღე სჭირდება. სწორედ ამ ინტერვალში წინასწარ დაგიკავშირდებათ კურიერი, შეგატყობინებთ, რომ მითითებულ მისამართზე მოდის, ხოლო რამდენიმე წუთში, ზარის ღილაკსაც დააწვება ან დააკაკუნებს და ამანათს ჩაგაბარებთ. რაც შეეხება რეგიონებს, აქ ეს პროცესი 3-5 სამუშაო დღის ვადით გახანგრძლივდება.

არის თუ არა Liloshop-ის პროდუქცია ხარისხიანი?

ონლაინ გამოწერის დროს ფიზიკურად ვერ ვეხებით ნივთს, მხოლოდ ეკრანზე აღბეჭდილ ფოტოს ვხედავთ. უნდა ვენდოთ თვალს და გულდასმით წავიკითხოთ ჩვენს მოწყობილობაზე გამოჩენილი წარწერა, რაც ნივთის მახასიათებლებს, ფუნქციებს, ხარისხს აღწერს. სწორედ ამიტომ ონლაინ მაღაზიას უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება სანდოობის მოსაპოვებლად. „ლილოშოპის“ პროდუქცია ხარისხიანია, ამას ხაზს უსვამს ბაზარზე მისი დომინირება და ასეულობით ლოიალური მყიდველი. პროდუქციის ნაწილი გარანტიით იყიდება, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრო მოწყობილობები, ელექტრო მანქანები... ეს გარანტია მომხმარებელთა წინაშე ანგარიშვალდებულების აღებას ნიშნავს, რაც ზრდის სანდოობას მაღაზიის მიმართ.

რამდენად მისაღები ფასია Liloshop-ზე?

სანამ გადაწყვეტილების ბოლო ეტაპამდე მივალთ ანუ ნივთს გამოვიწერთ, მანამდე სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის ფასებს ვადარებთ. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, 10 ადამიანიდან 9 გვეტყვის, სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“ ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, დაბალ ფასთან ასოცირდებაო. სწორედ ამიტომ მის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ მაღაზიაც ცდილობს, ეს სტატუსი შეინარჩუნოს და აქცენტს დაბალ, მისაღებ ფასზე აკეთებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორი ეკონომიკური შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს.

პროდუქციის მრავალფეროვნება, ფასი, ხარისხი, მიწოდების სისწრაფე და კიდევ სხვა კომპონენტების ერთიანობა განსაზღვრავს „ლილოშოპის“ მყარ ადგილს სავაჭრო სივრცეში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.