რეკლამა
თერმოინდუსტრიის ცენტრალური გათბობა
FaceBook Twitter
E-mail Print
გათბობის სისტემები კომპანია “თერმოინდუსტრია”- ს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

2012 წლიდან, კომპანია თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი. ფართო ასორტიმენტთან ერთად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ენერგოდამზოგ, ინოვაციურ,

მაღალტექნოლოგიურ სისტემებს. “თერმოინდუსტრიის” ცენტრალურ საწყობში წარმოდგენილია 35 მსოფლიო ბრენდის პროდუქცია. ყოველდღიურად ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევას, სწრაფ მიწოდებას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

რა უპირატესობა აქვს ცენტრალურ გათბობას სხვა საშუალებებთან შედარებით?

სწორად შერჩეული და დაგეგმილი ცენტრალური გათბობა უზრუნველყოფს შენობაში სითბოს თანაბარ გადანაწილებას და კომფორტულ ტემპერატურას. კედლის ქვაბის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. მისი სიმძლავრის სწორ შერჩევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

თერმოინდუსტრიას პორტფოლიოში მხოლოდ ევროპული ხარისხის გათბობის სისტემებია. ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის „იტალთერმ“ის მიერ წარმოებული გათბობის ქვაბები 100%-ით იტალიურია. იტალიური გათბობის ქვაბები ენერგოდამზოგი და ეკონომიურია. თითოეული მათგანი მოწმდება სპეციალურ ლაბორატორიაში და აქვს ევროპული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.ჩვენ გთავაზობთ როგორც ტრადიციულ, ასევე საკონდენსაციო კედლის ქვაბებს.

საკონდენსაციო გათბობის ქვაბი თანამედროვე და ეკონომიურია. საკონდენსაციო ქვაბის საკვამლე მილიდან გამოსროლილი წარმავალი აირების ენერგია გამოიყენება წყლის წინასწარ შესათბობად. შესაბამისად, საკონდენსაციო კედლის ქვაბი ნაკლებ საწვავს მოიხმარს და საკმაოდ ეკონომიურია. იტალიური გათბობის ქვაბები ეს არის ინოვაცია ცენტრალური გათბობის სფეროში.

ენერგოდამზოგი გათბობის ქვაბები ეკონომიურია მომხმარებლისთვის და იცავს გარემოს დაბინძურებისგან.

რა ღირს ცენტრალური გათბობა?

ცენტრალური გათბობის სისტემა ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია. ის უნდა იყოს უსაფრთხო და ენერგოდამზოგი. ხარისხიანი გათბობის სისტემა არ უნდა საჭიროებდეს დამატებით ხარჯებს და საწვავის არაპროგნოზირებად გადასახადს. ჩვენ გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს და სწორად დაგეგმოთ.

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ?

თითოეული შენობისა თუ ბინის გათბობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. გასათვალისწინებელია სივრცის ადგილმდებარეობა, ფართობი და მისი სითბოდანაკარგები. ზოგიერთ შენობას, მაღალი სითბოდანაკარგების გამო, სჭირდება დათბუნება. საშუალოდ კი, კედლის ქვაბის სიმძლავრე უნდა დავიანგარიშოთ შემდეგნაირად, 10 კვადრატული მეტრი სივრცის გასათბობად საჭიროა 1 კვტ ენერგია.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.