რეკლამა
გიორგი შენგელიამ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე დავით ფარცვანიამ, თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაკურიანის ქუჩაზეც.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით, სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 744 444 ლარია. რეაბილიტირდება 2 440 მეტრი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები. სამუშაობეს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზეც. რეაბილიტირდება 2300 მეტრი სიგრძის გზა. გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზა იგება. სამუშაოების ღირებულება 5 373 373 ლარია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

გიორგი შენგელიამ და დავით ფარცვანიამ კომბინატში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერეს.

გიორგი შენგელიას თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.