რეკლამა
ზუგდიდის სათადარაგო სტადიონის მშენებლობა იწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ჯანაშიას ქ. N5-ში არსებულ სტადიონზე არსებულ სამუშაოებს დაასრულებს და პარალელურად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას განახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

ძირითად სტადიონზე არსებული ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი განხორციელდება, გადაიხურება ტრიბუნები, მოეწყობა მოედნის განათება, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, კეთილმოეწყობა ტერიტორია. სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, მოეწყობა მოედნის განათება, განხორციელდება კეთილმოწყობის სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.