რეკლამა
9 ნოემბერს, რუხი მოლში, საშემოდგომო ბაზრობა 10:00 საათიდან გაიმართება
საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას.

ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.

საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.

საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში მოემსახურება.