რეკლამა
გიორგი შენგელია - რუხის სავაჭრო ცენტრში ყოველკვირეული ბაზრობა გაიმართება
დღეს რუხი მოლში საშემოდგომო ბაზრობა გაიმართა. საშემოდგომო ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იყო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტექნიკა ასევე ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და მოეწყო ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

საშემოდგომო ბაზრობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან, კონსტანტინე კაკავასთან, სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად შეუერთდა. წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და შემოდგომის ნობათი შეიძინა.

„დღეს პირველად იმართება რუხი მოლში საშემოდგომო ბაზრობა, სადაც ჩვენს ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა გაყიდონ საკუთარი ნაწარმოები პროდუქცია . საკმაო ხალხმრავლობაა. ეს ბაზრობა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და შემდგომ უქმე დღეებშიც გაიმართება. ბაზრობის მიზანია ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა პირდაპირ ფერმერისგან შეისყიდონ ხარისხიანი პროდუქცია. ეს თავის მხრივ ფერმერებს მისცემს შესაძლებლობას მოახდინონ პროდუქციის რეალიზება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დავნერგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების კულტურა“. - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს ყოველ 15 წუთში უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ემსახურებოდა.