რეკლამა
ზუგდიდის მერმა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში უმასპინძლა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კოსტანტინე კაკავასთან ერთად, დღეს, მერიაში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში, ალექსანდრა ქოულს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეება მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ რომ გვაქვს შესაძლებლობა ზუგდიდში ვუმასპინძლოთ ბრიტანეთის საელჩოს და თქვენს ღონისძიებას „დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“. ბრიტანეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის დამოკიდეულება არის მეგობრული და გვაქვს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს გვაქვს ინფრასტრუქტურული და სოციალური გამოწვევები, თუმცა აქვე გეტყვით, რომ სამომავლოდ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას რათა მნიშვნელოვნად შეიცვლოს მუნიციპალიტეტში არსებული რეალობა“.- აღნიშნა შეხვედრაზე მერმა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრზე ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, არსებულ რესურსსა და პოტენციალზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ბრიტანეთის ქალაქისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრების საკითხზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, ზუგდიდი ბრიტანულ სეზონს უმასპინძლებს. ბრიტანეთის საელჩო სტუმრებს ზუგდიდის ბულვარში, მოძრავ საელჩოში უმასპინძლებს. ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩის მოადგილე და საელჩოს სხვა თანამშრომლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ბევრი საინტერესო გამოკითხვა. სტუმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია საელჩოს ძირითადი საქმოანობის შესახებ რეგიონში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.