რეკლამა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილია.

დეპარტამენტი აღჭურვილია სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო ყველაზე თანამედროვე დანადგარით. კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის (ადამიანი, ვისაც სისხლს გადაუსხამენ), ისე დონორისთვის.

რა უნდა იცოდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკის შესახებ?


კლინიკის სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (სიფილისი, ჰეპატიტი, HIV ინფექცია) და კლინიკური (ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, KeLL ფაქტორი, ფენოტიპირება, სისხლის საერთო) კვლევა. საბოლოოდ კლინიკის ექიმები სათანადოდ იყენებენ სისხლის კომპონენტებს.

დეპარტამენტი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით „ამიკუსი“.

„ამიკუსის“ მეშვეობით დონორი ზრუნავს როგორც სხვის სიცოცხლეზე, ისე საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს, რადგან თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა ფაქტობრივად თერაპიული პლაზმაფერეზის (პლაზმაფერეზი ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლების მეთოდია. სპეციალური ფილტრები სისხლიდან მავნე ნივთიერებებს შთანთქავს) სეანსია.

დეპარტამენტში მზადდება ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა, სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები.

კლინიკაში დონაცია სრულიად უსაფრთხოა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.

კლინიკის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა სივრცე, სადაც ნებისმიერი გემოვნების დონორი 1 საათის განმავლობაში (დონაციას სწორედ ეს დრო სჭირდება) მაქსიმალურად მშვიდ გარემოში იყოს, შესაბამისად, შეუძლია:

• წაიკითხოს წიგნი;
• უყუროს სატელევიზიო გადაცემას;
• გაეცნოს სიახლეს ინტერნეტში;
• გაერთოს ვირტუალური თამაშით;
• მოუსმინოს მუსიკას და სხვა.

პრევენციის მიზნით, სრულიად უფასოდ ჩაგიტარდებათ შემდეგი ძვირად ღირებული ლაბორატორიული კვლევები:

1. სიფილისი;
2. შიდსი;
3. B და C ჰეპატიტი.

რატომ ითვლება სისხლის გაღება საპატიო და ღირსეულ საქმიანობად?

ვიდრე სტატიას კითხულობთ, მინიმუმ ერთი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის და სისხლის გადასხმას საჭიროებს.

სისხლი ხშირად სჭირდებათ ქირურგიული ოპერაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, ანემიის, დამწვრობის, სისხლის კოაგულაციური დაავადებების დროს. განსაკუთრებით ზარალდებიან ონკოლოგიური პაციენტები. მოგეხსენებათ, სიმსივნით დაავადებულთათვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ზოგჯერ აუცილებელია ყოველდღიური ტრანსფუზია. ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სასოწარკვეთილი მშობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების განცხადებები, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის ეძებენ სისხლს. თქვენ მიერ გაღებული სისხლით სხვების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

რა უნდა იცოდეთ სისხლის ჯგუფის შესახებ?

არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV(AB), რომელიც თავის მხრივ იყოფა რეზუსუარყოფითად (Rh-) და რეზუსდადებითად (Rh+). უმეტეს შემთხვევაში, გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს. ყველაზე მეტადაა გავრცელებული I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი და იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.

ვის შეუძლია დონორობა?

დონორი შეიძლება იყოს 18–დან 65 წლამდე ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელი (არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ იღებდეს მედიკამენტს) ადამიანი, რომლის წონაც 50კგ–ზე მეტია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.kirurgia.ge

გისურვებთ ჯანმრთელობას!