რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრები“ დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროექტ ,,ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ადგილობრივებს ჯუმის, ახალსოფელის, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

აგრეთვე, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, ამბულატორიების, გარე განათებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დაასახელა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღია შეხვედრები მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით, მათთან კონსულტაციითა და უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება რაც მათ აწუხებთ.

შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.