რეკლამა
NDI ზუგდიდის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 27 ნოემბერს, 12:30 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მის: ქალაქი ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა #14) საჯარო განხილვას მართავს, რომელსაც ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს ფრაქციები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები, და ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

საჯარო განხილვაზე ზუგდიდის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარმოადგენს. საკრებულოს ფრაქციები, ზუგდიდის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ საბიუჯეტო ინიციატივებს წარმოადგენენ. საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

NDI აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.