რეკლამა
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
FaceBook Twitter
E-mail Print
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს ფრაქციები, ზუგდიდის გენდერული საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები და განხილვები მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაქსიმალურად მოხდეს რეკომენდაციების შეჯერება და დოკუმენტის საბოლო სახით ჩამოყალიბება.

გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, განათლება, სპორტი, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს განვითარება განისაზღვრა. შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი რასაც მერია წლებია ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც 2020 წელს პირველად ინერგება. 2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 6 მილიონ ნახევრით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით.

შეხვედრა კითხა-პასუხი რეჟიმში მიმდინარეობდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.