რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატი გადაეცა
FaceBook Twitter
E-mail Print
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო მიმდინარე წელს, რისთვისაც 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი. სამოქალაქო ბიუჯეტისდანერგვა საქართველოში 2015 წლიდან საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო ამჟამად ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და მოიცავს ახალმუნიციპალიტეტებს.

კონფერენციის მთავარმიზანს წარმოადგენდა საქართველოში 2019 წლის სამოქალაქო ბიუჯეტის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია მისი განვითარების პერსპექტივაზე და მეთოდოლოგიაზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის ახალმექანიზმებზე.

სამოქალაქო ბიუჯეტი (PB) წარმოადგენს პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მექანიზმს, კერძოდ საზოგადოების მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაცია და საკრებულო, სამოქალაქო საზოგადოებისინსტიტუტები და ექსპერტები.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.