რეკლამა
გიორგი შენგელია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

მხარეებმა ქალაქებს შორის დამეგობრების საკითხი განიხილეს, იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შემუშავება და ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური წყაროების ხელშეწყობა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ქალაქების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული პრაქტიკის გაზიარება".- აღნიშნა გიორგი შენგელიამ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ რომლის შემადგენლობაშიც ვიზიტის კოორდინატორი გაგა შოთაძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი დავით შამათავა, ა(ა) ი პ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორი ზვიად ქარჩავა შედიან კასოლა დი ნაპოლიში, მცირე საწარმოები და საგანმანათლებლო დაწესებულები დაათვალიერეს.

მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.