რეკლამა
ზუგდიდში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები.

დღეს, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად დაათვალიერა.

გიგა ფარულავას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ დასასვენებლად კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო. მისივე თქმით, პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე წელს ზუგდიდში სულ 12 მრავალბინიანი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა, რომლისთვისაც 1 307 307 ლარი დაიხარჯა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.