რეკლამა
თიბისი დაზღვევის ინოვაციური სერვისი
FaceBook Twitter
E-mail Print
თიბისი დაზღვევა ახალ ინოვაციურ და კიდევ უფრო გამარტივებულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. გარდა იმისა, რომ ბი ბოტი საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთ ბოტია და 2017 წლიდან დღემდე 11 479 მოგზაური ჰყავს დაზღვეული, ის ასევე ერთადერთია, რომელიც პირდაპირ Facebook messenger-ში, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე შეძლებს შენს დახმარებას, თუკი საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარება დაგჭირდა.

რას ნიშავს ეს? აქამდე მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო დახმარება თუ დაგჭირდებოდა, გიწევდა საერთაშორისო ასისტანსთან ან თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე დარეკვა, ახლა ნაცვლად ამისა, შეგიძლია ბი ბოტს პირდაპირ ჩეტში, მიწერო, რის შემდეგაც ის დაადგენს რომელ ქვეყანასა და ქალაქში იმყოფები და რა სახის დახმარება გჭირდება. ამის გათვალისწინებით, მოგაწვდის პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ შენი თანამონაწილეობის თანხას, ანუ ფრანშიზას, 100 დოლარის ან 100 ევროს ოდენობით, გადაიხდი, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა აგინაზღაურებს.

თუ გადაწყვეთ, რომ არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღო მომსახურება, მაშინ გაითვალისწინე, რომ თანხის ასანაზღაურებლად, საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 2 42 22 22 და 15 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოადგინო საჭირო დოკუმენტაცია. თუ შენთვის პრობლემას წარმოადგენს მოგზაურობისას სიმ ბარათის ცვლა, მაშინ ბი ბოტის ახალი სერვისი შენთვისაა და მოგზაურობისას უკვე მარტივად როუმინგის, ან wifi-ის მეშვეობით შეგიძლია დაუკავშირდე თიბისი დაზღვევას და მეტი კომფორტი შეუქმნა საკუთარ თავს.

რა უნდა იცოდე სამოგზაურო დაზღვევის შესახებ.


თუ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნა და სამოგზაურო დაზღვევის გამოყენება გსურს, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდე ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს: Facebook Messenger-ში ბი ბოტს, საერთაშორისო ასისტანსს ნომერზე +7 (495) 787 21 78, ან დარეკო თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე 2 42 22 22.

თუ საზღვარგარეთ ყოფნის დროს მოულოდნელად გაუარესებული ჯანმრთელობის პრობლემების ხარჯი 100 ევროს ან 100 დოლარს არ სცდება, თანხას შენ იხდი, რადგან სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას ფრანშიზა, ანუ მინიმალური თანხა, რომელსაც სადაზღვეო კომპანია არ ფარავს და 100 ევროს/დოლარის ტოლფასია. თუ თანხა 100 ევროს/დოლარს სცდება, ფრანშიზის ზემოთ უკვე დაზღვევა აგინაზღაურებს ხარჯებს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.