რეკლამა
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
დღეს, ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი შენგელიამ მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარის გუბერნატორთან ერთად მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.

ნაძვის ხის ანთებას წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა.

გაიმართა საბავშვო სპექტაკლი ანიმატორების მონაწილეობით და საბავშვო კონცერტი.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.