რეკლამა
რა უნდა ვიცოდეთ კანის კიბოზე
კანის კიბო სიმსივნურ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი მზის არასასურველი გამოსხივებაა. კანზე დაზიანება უმეტესად იმ უბნებზე ჩნდება, სადაც ხშირია მზის UVA და UVB სხივების ხანგრძლივი და გადაჭარბებული ზემოქმედება. ამის გამო მაღალი რისკის ქვეშ სწორედ ის ორგანოები ექცევა, რომელთაც მზე უფრო ხშირად ხვდება. სხეულის ასეთი ნაწილებია სახე, კისერი, კიდურები და ზურგი.

სტატისტიკურად, კანის კიბოთი, უმეტესად, 50 წელს გადაცილებული ადამიანები ავადდებიან, თუმცა უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დაავადებისგან დაზღვეული არავინაა. აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებების რეგულარული გამოყენება და ზედმეტი რუჯისა და სოლარიუმისგან თავის შეკავება.

რა სიმპტომები აქვს კანის კიბოს

კანის კიბო, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, შედარებით იოლი გამოსავლენია, რადგან დაზიანება, ძირითადად, კანის ზემოთ, თვალით შესამჩნევ ადგილას ჩნდება. ონკოლოგები თვეში ერთხელ თვითდათვალიერების რეკომენდაციას გასცემენ. მათი თქმით, ნებისმიერი სახის ცვლილება ყურადღსაღებია და შესაძლებელია, რომ საეჭვო წარმონაქმნი ტანსაცმლით მუდმივად დაფარულ ადგილასაც გაჩნდეს.

კანის კიბოს სიმტომები შეიძლება იყოს:


• კანზე ახლად აღმოჩენილი ლაქა;

• ხალი, რომელმაც ბოლო პერიოდში ფერი და ფორმა შეიცვალა;

• კანზე გაჩენილი ბრტყელი, ხორცისფერი ან ყავისფერი ნაწიბური;

• კანზე მარგალიტისებური ამობურცვის გაჩენა;

• აქერცლილი უბანი, რომელიც ხშირად იკეთებს ქერქს;

• კანის კიბოზე ასევე მიანიშნებს ორგანიზმის საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, შემცივნება, ციებ-ცხელება, ტემპერატურის აწევა.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ კანზე ნებისმიერი სახის ცვლილება აუცილებლად უნდა შეაფასოს ექიმმა და გამორიცხოს მოსალოდნელი გართულება.

არსებობს კანის კიბოს სამი სახეობა:

• ბაზალურუჯრედოვანი;

• ბრტყელუჯრედოვანი;

• მელანომა;

პირველი და მეორე სახეობის კიბო შედარებით იოლად იკურნება, მელანომა კი ყველაზე საშიშ და რთულ ფორმად ითვლება. თითოეულ მათგანს მკურნალობისთვის ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

კანის კიბოს მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში კავკასიის მედიცინის ცენტრში რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ჰოსპიტალია, სადაც ონკოლოგიური დაავადებების სრული სპექტრის მკურნალობა და მართვა დასავლური სტანდარტებითა და ინოვაციური მეთოდებით მიმდინარეობს. კანის კიბოს მკურნალობისთვის CMC-ში დანერგილია სხვადასხვა სახის სამკურნალო მეთოდი, მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობა და ქიმიოთერაპია, ლაზერული თერაპია, კრიოგენული თერაპია, ფოტოდინამიური თერაპია, იმუნური და თარგეტული თერაპია.

გარდა ამისა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიურ განყოფილებაში ტარდება ყველა დონის და სირთულის ონკოქირურგიული ოპერაციები. კლინიკაში ხელმისაწვდომია ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური სერვისები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.