რეკლამა
ზუგდიდში „სმარტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე "სმარტის" ახალი ფილიალი გაიხსნა. აქ მომხმარებლებს კომფორტული კაფე ელოდებათ, სადაც სუპერმარკეტის მიერ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარს და ფუნთუშეულს დააგემოვნებენ, იტალიურ ყავა "ტრუჩილოსთან" ერთად. ამასთან, დაგხვდებათ ევროპული და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი.

"ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ "სმარტმა" და "ვისოლმა" ერთობლივი ძალისხმევით გახსნეს ზუგდიდში კიდევ ერთი ლამაზი ობიექტი, რომელიც მომსახურების უმაღლეს სტანდარტთან ერთად, ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა.

"ზუგდიდში ეს არის რიგით მეორე მაღაზია და რიგით მეთხუთმეტე "სმარტის" ქსელში. გვაქვს ჩვენი იმპორტი, განსაკუთრებულად გემრიელი გამომცხვარი პროდუქტები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ობიექტზე მოსული მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება, რომელსაც "ვისოლი სმარტი" სთავაზობს აღმაშენებლის ქუჩაზე", - აღნიშნა მან ახალი ფილიალის გახსნაზე.

გახსნის ღონისძიებაზე ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, აქ 40 ადამიანია დასაქმებული. განმარტა - მუნიციპალიტეტის განვითარება ესახება ბიზნესთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.

"რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის და სოფლის განვითარებისთვის", - აცხადებს მერი.

ახლადგახსნილი სუპერმარკეტის გარდა, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე მოქალაქეებს უმაღლესი ხარისხის ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის მიღებასთან ერთად, სხვა საავტომობილო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.

მომდევნო სამი წლის მანძილზე, "ვისოლის" ქსელს "სმარტის" კიდევ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

დღეს საქართველოში "სმარტის" 15 სუპერმარკეტი ფუნქცინირებს.

ზუგდიდში სუპერმარკეტის პირველი ფილიალი რუსთაველის #167-ში, 2012 წელს გაიხსნა.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.