რეკლამა
ბიო თხილის მწარმოებელ ფერმერებს ზუგდიდში პრემიალური ანაზღაურება და სერთიფიკატები გადასცეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში იმ ფერმერებთან გაიმართა შეხვედრა, რომლებიც სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ბიო თხილს აწარმოებენ. ღონისძიებაზე მათ შესაბამისი, დამადასტურებელი სერთიფიკატები, მადლობის სიგელები საზეიმოდ გადასცეს, ხოლო რამდენიმე თვით ადრე მათ ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული სერთიფიცირების ორგანოსგან (შპს კავკასსერტი) ოფიციალური სერთიფიკატები მიიღეს, რომლითაც დადასტურებულია ბიო პროდუქტის ნამდვილობა და შესაბამისობა ევრო-სტანდარტებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად რთული ფიტოსანიტარიული მდგომარეობისა და თხილის კულტურაში გავრცელებული სხვადასხვა მავნებლის და დაავადებისა, ბიო პროდუქტს უკვე ამუშავებენ და ევროპის ბაზარზეც გააქვთ.

პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება მოეწყო, ქართული თხილის სექტორში ორგანული საწარმოო ჯაჭვის განვითარება, მეთხილე ფერმერებთა ხელშეწყობა და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მხრივ აღინიშნა ხარისხის პრობლემა, მცირე შემოსავლიანობა, არასერთიფიცირებული პროდუქცია, მიკვლევადობის ნაკლებობა, საბოლოო მყიდველთან და ფინანსებთან წვდომის პრობლემა. ასევე, წარმოების მართვის და ორგანიზაციული ხარვეზები.

"ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს ორგანული საწარმო ჯაჭვის განვითარებასა და მეთხილე ფერმერთა ხელშეწყობას მეტი შემოსავლის მიღების კუთხით. ამას ვაკეთებთ ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომისა და უკეთესი კავშირების დამყარების უზრუნველყოფით, და ბიოპრემიუმის გადახდით ჩვენი პარტნიორების მიერ", - განაცხადა პროექტის მენეჯერმა დავით ჭეიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის პარტნიორმა ფერმერებმა მიიღეს სხვადასხვა სახის სარგებელი. კერძოდ, წარმოების პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე პრაქტიკის დანერგვით, ერთის მხრივ გააუმჯობესეს თხილის ხარისხი, მეორეს მხრივ კი მისი მოსავლიანობა. ამასთან, ფერმერებს ჩაუტარდათ ტრენინგები თხილის წარმოების მართვისთვის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის, "ანკა ფეა ტრეიდის" თრეიდისგან" კი ფერმერებმა მიიღეს უფასო გაშრობისა და დასაწყობების სერვისი სერთიფიცირებული თხილისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში მიიღეს კიდევ ერთი სარგებელი - საბაზრო ღირებულებაზე დამატებული ფასნამატი, რომელიც საბაზრო ღირებულების დაახლოებით 12-15% შეადგენს და ორგანული და სამართლიანი ვაჭრობის სტანდარტით სერთიფიცირებული პროდუქტი.

"ანკა ფეა თრეიდის" დირექტორ ზდენეკ რადილის განცხადებით, მოხარულები არიან, რომ მათმა კომპანიამ წელს პირველად შეძლო ქართულ ბაზარზე ბიოსერთიფიცირებული თხილის შესყიდვა. შედეგს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფერმერებთან საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის და თანამშრომლობის გზით მიაღწიეს.

"როდესაც ვიწყებდით, იმედი გვქონდა, რომ ამ შედეგს უფრო მალე მივაღწევდით. თუმცა იყო გარე ფაქტორები, როგორიც მაგალითად ფაროსანას პრობლემა იყო და შესაბამისად, ეს ყველაფერი დროში გაიწელა. მჯერა, უახლოეს მომავალში საქართველოში წარმოებული ორგანული თხილის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და პროექტი მდგრადი იქნება დროში. ჩვენი სისტემა გულისხმობს ჩვენი ფერმერებისთვის პრემიალური ანაზღაურებას ანაზღაურების გადახდას სერთიფიცირებულ ბიო პროდუქტზე", - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილე ფერმერები სხვა ფერმერებსაც ურჩევენ ბიო პროდუქტის წარმოებაზე გადასვლას. მართალია ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მეტ შრომას მოითხოვს, თუმცა შედეგი ბევრად ეფექტურია.

პროექტის მხარდამჭერები არიან: შვეიცარიული საქველმოქმედო დონორული ორგანიზაცია ჰეკს ეპერიHEKშ-EPEღ, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (DANIDA) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA).

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.