რეკლამა
Liloshop - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია ქართულ ინტერნეტ სივრცეში
FaceBook Twitter
E-mail Print
ონლაინ ვაჭრობა თანდათან ანაცვლებს მაღაზიიდან მაღაზიაში სიარულს. ამის მიზეზი ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ადამიანების თავისუფალი დროის მკვეთრი
შემცირებაა. მსოფლიოში ინტერნეტ მაღაზიების ბუმია. ბაზარზე ზოგიერთი მყარად
იკიდებს ფეხს, ხოლო ზოგიერთი, ძლიერი კონკურენციის გამო, მალევე უჩინარდება.
ლილოშოპ.გე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "ლილო მოლის"
ონლაინ მაღაზიაა, უკვე მეორე წელია მომხარებელს მრავალფეროვან პროდუქციას
სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო სლოგანი - "ლილოში სახლიდან გაუსვლელად" -
ზუსტად აღწერს ამ ინტერნეტ მაღაზიის დანიშნულებასა და მიზნებს. მომსახურების
მაღალი დონით და სწრაფი მიტანის სერვისით აუმრავ ლიალურ მომხარებელს იზიდავს
საქართველოს ყველა კუთხიდან. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს მის
კონკურენტუნარიანობას. იგი მყარად დგას ბაზარზე და განვითარების სამომავლო გეგმებს
სახავს.

რა პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ლილოშოპ-ზე?

როგორც ზემოთ აღინიშნა, ონლაინ მაღაზია ლილოშოპი ცდილობს, მომხმარებელს თავი
ლილოში სახლიდან გაუსვლელად აგრძნობინოს. სწორედ ამიტომ, მის ვებ გვერდზე
პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომელიც ნაწილდება ექვს მსხვილ
კატეგორიაში, ესენია: საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბიჟუტერია,
კოსმეტიკა; საბავშვო პროდუქცია; სახლი, აგარაკი, რემონტი; ტექნიკა, აქსესუარები;
სპორტი და ტურიზმი.

თითოეული კატეგორია თავის მხრივ რამდენიმე ქვეკატეგორიად იშლება, რათა ვიზიტორს
სასურველი ნივთის პოვნა გაუადვილდეს. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიცავს
სამზარეულოს, საოჯახო, კლიმატურ, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და თავის
მოვლის საშუალებების ქვეკატეგორიებს. საბავშვო პროდუქციაში თავს იყრის სათამაშოები,
სასკოლო ნივთები და ბავშვის მოვლისთვის საჭირო მოწყობილობები.

კატეგორია "სახლი, აგარაკი, რემონტი" აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა სახლისა თუ
აგარაკის კეთილმოწყობისათვის, ჭურჭლიდან დაწყებული განათებითა თუ
სადღესასწაულო, დეკორატიული ნივთებით დასრულებული.
ტექნიკისა და აქსესუარების კატეგორია წარმოდგენილია კომპიუტერებით, ტელეფონებითა
და მათი აქსესუარებით. სპორტისა და ტურიზმის განყოფილებაში კი აუცილებლად იპოვით
პასიური თუ აქტიური დასვენებისთვის საჭირო ყველა ნივთს, მექანიკურსა თუ ელექტროს.
კატეგორია "ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბიჟუტერია, კოსმეტიკა" თავადვე ამბობს რა სახის
პროდუქციის ნახვა და არჩევაა შესაძლებელი აქ, რა თქმა უნდა, თუ ამ კატეგორიით ხართ
დაინტერესებული.

სახლში მიტანის სერვისი

როცა ინტერნეტ მაღაზიას სტუმრობთ, ერთ-ერთი რაც გაინტერესებთ, არის თუ რამდენად
სწრაფად მიიღებთ შეკვეთილ ნივთს. "ლილოშოპს" მოქნილი და სწრაფი საკურიერო
მომსახურება აქვს. დედაქალაქის მასშტაბით პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლის მიერ
მითითებულ მისამართზე 2-3 დღე სჭირდება. სწორედ ამ ინტერვალში წინასწარ
გიკავშირდებათ კურიერი, რათა ადგილზე დახვდეთ და ამანათი ჩაიბაროთ. რაც შეეხება
რეგიონებს, აქ ეს პროცესი 3-5 სამუშაო დღის ვადით ხანგრძლივდება, სხვადასხვა
ფაქტორის გათვალისწინებით.

გარანტია

როცა ნივთს გარანტია მოჰყვება, მყიდველი უფრო დაცულად და იმედიანად გრძნობს თავს,
განსაკუთრებით თუ ამ ნივთის ღირებულება 2-ციფრიან ნიშნულს ცდება. "ლილოშოპზე"
განთავსებული პროდუქციის გარკვეულ ნაწილს, რა თქმა უნდა, აქვს გარანტია.
ხანგრძლივობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია პროდუქციის სახეობასა და
მწარმოებელზე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სპორტისა და ტურიზმის, ტექნიკისა და
აქსესუარების კატეგორიებში განთავსებულ პროდუქციას მოჰყვება გარანტია, რომელიც
რამდენიმე თვიდან 3 წლამდე გრძელდება. აქ წარმოდგენილი ნივთები მსოფლიოში
ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირებული ბრენდების მიერაა დამზადებული.
"ლილოშოპი" მოწინავე პოზიციას არავის უთმობს და კიდევ უამრავ სიახლეს ჰპირდება
საკუთარ მომხარებელს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.