რეკლამა
გიგა ფარულავამ გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 002.92 ლარია.

დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც.

2020 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქ ზუგდიდში, 7 ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.