რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.

ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზმესმენები ჩაერთვნენ. შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ.

"მადლობას ვუხდით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩართვისთვის. სასაჩუქრე კალათები 1400-მდე ოჯახს გადაეცემა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ 700-ზე მეტ ოჯახსა და საბავშვო ბაღების 4172 აღსაზრდელს სასურსათო კალათები უკვე გადავეცით. პროცესი გაგრძელდება, მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სასაჩუქრე კალათების გადაცემის პროცესს, მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად უწევდა.