რეკლამა
ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.

დღეს, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

,,ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ ,,ზუგდიდდასუფთავება“ და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

მოირეცხა როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავებას ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღება და ღია სივრცეებს ჩუტარდა.