რეკლამა
კოლორექტალური კიბოს რისკები, წითელი ხორცი და ბეკონი
FaceBook Twitter
E-mail Print
კოლორექტალური კიბოს რისკები, წითელი ხორცი და ბეკონი

კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ კოლორექტალური კიბოს რისკს საგრძნობლად ზრდის ბეკონისა და წითელი ხორცის მიღება.

ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყეს კვლევები წითელი, დაუმუშავებელი ხორცისა და კოლორექტალური კიბოს კავშირის შესახებ. 2019 წელს, ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც ყოველ დღე მიირთმევენ 75 გრამ წითელ ხორცს, 20%-ით იზრდება კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი.

კვლევების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ დამუშავებული ხორცის უსაფრთხო რაოდენობა (ძეხვი, ბეკონი, შაშხი და ა.შ) უფრო ნაკლებია, ვიდრე დაუმუშავებელის. აქედან გამომდინარე 23 გრამი ბეკონის ერთი თხელი ნაჭერი და საშუალო ზომის საქონლის ხორცის ბურგერი (რომელიც შეიცავს 75 გრამ ხორცს), თითქმის თანაბრად, 20%-ით ზრდის კოლორექტალური კიბოს რისკს. ასევე კოლორექტალური კიბოს რისკის ზრდას ხელს უწყობს ალკოჰოლი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, 2015 წელს, დროთა განმავლობაში დაგროვილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამუშავებულ ხორცს მიანიჭა კატეგორია: "ადამიანებისთვის კანცეროგენული".

ბრიტანეთში ახლა უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვა წითელი ხორცის მიღებასთან დაკავშირებით. ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდირებულია 90 გრამ წითელ ხორცზე ნაკლების მიღება, რაც თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს კვლევის შედეგებს. ნორმად ითვლება კვირის გნმავლობაში დაუმუშავებელი ხორცის 2-ჯერ, ხოლო დამუშავებულის მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობით მიღება.

არსებული რისკების თავიდან ასარიდებლად, მიმართავენ მარცვლეულით მდიდარ დიეტას. ასევე ჯანდაცვის ექსპერტების მიერ დადასტურებულია, რომ ფრინველისა და თევზის ხორცის მიღებაც უსაფრთხოა. ასე რომ რეკომენდირებულია ჩაანაცვლოთ წითელი ხორცი, თევზისა და ფრინველის ხორცით, თავი აარიდოთ ალკოჰოლის მოხმარებას, მიიღოთ მეტი მარცვლეული და ამით შეამციროთ კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი.

ექიმის ონლაინ კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინოვაციური პლათფორმა Redmed
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.