რეკლამა
როგორ შევიძინოთ დაზღვევა ონლაინ
FaceBook Twitter
E-mail Print
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ცვლილებებით და სიურპრიზებით. ჩვენ ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია და ვცდილობთ, რომ უსიამოვნო ცვლილებები თავიდან ავირიდოთ. ამისათვის კი სადაზღვევო კომპანიებს მივმართავთ და ვაზღვევთ ყველაფერს, რა მნიშვნელოვანია. თიბისი დაზღვევა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებით რისკების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ, თან ამ სერვისს დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ.

თიბისი დაზღვევის დისტანციური სერვისები

თუ თქვენ დაზღვევის შეძენას აპირებთ, ამისათვის სულაც არაა საჭირო ოფისში ფიზიკურად მისვლა. დაივიწყეთ სადაზღვევო აგენტთან დაუსრულებელი საუბარი ანდაც ხელშეკრულების პირობების ნაჩქარევი გაცნობა. თიბისი დაზღვევის ვებ-გვერდზე სადაზღვებო პროდუქტების შეძენა მარტივი და კომფორტულია.

სახლის დაზღვევა

უძრავი ქონების დასაზღვევად თიბისი დაზღვევის ვებ-გვერდზე სულ 10 წუთი დაგჭირდებათ. ერთადერთი დოკუმენტი, რაც თან უნდა იქონიოთ, თქვენი პირადობის მოწმობაა. ამის შემდეგ კი მხოლოდ 2 საკითხი იქნება გასარკვევი - რა ფართისა თქვენი ბინა და იყენებთ თუ არა მას გასაქირავებლად. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, სისტემა ავტომატურად დაითვლის პაკეტის ღირებულებას.

უძრავი ქონების დაზღვევით თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ როგროც თქვენი საცხოვრებელი ადგილი, ასევე კომერციული ფართიც. სადაზღვევიო პაკეტი ითვალისწინებს ასევე დამხმარე-შენობა ნაგებობების, მათ შორის აუზის დაზღვევასაც. რაც შეეხება დაზღვეულ რისკებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს თითქმის ყველა იმ საშიშროებას, რამაც შეიძლება თქვენი ქონების განადგურება ან დაზიანება გამოიწვიოს. ქონების დაზღვევის პაკეტით თქვენ აგინაზღაურდებათ ზარალი, რომელიც მოგადგათ მეზობლისგან შემოსული წყლით, კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ხანძრით ან აფეთქებით, ქურდობით, ძარცვით ან ყაჩაღობით, ვანდალიზმით, ელ.გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით. გაქირავების შემთხვევაში აგინაზღაურდებათ დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც.

ავტომანქანის დაზღვევა

თიბისი დაზღვევაში ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში ავტომანქანის დაზღვევა მარტივი და მოსახერხებელი პროცესია. პაკეტის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. ვებ-გვერდზე უამრავი დრო გექნებათ იმისათვის, რომ კარგად გაერკვიოთ დაზღვევის პირობებში, დეტალურად გაეცნოთ რა შემთხვევები ანაზღაურდება დამზღვევის მიერ, ასევე შეძლებთ სწორად შეარჩიოთ ავტოდაზღვევის 3 განსხვავებული პაკეტიდან თქვენთვის სასურველი:

• ავტოდაზღვევის სრული პაკეტი - რაც მოიცავს ყველა იმ რისკს, რის წინაშეც ნებისმიერი მძღოლი შეიძლება აღმოჩნდეს - ავტოავარია, სტიქიურ მოვლენები, ქურდობა, ვანდალიზმი, სხვა მანქანის დაზიანება თუ საგნების დაცემა. სრული პაკეტი მოიცავს ასევე მძღოლისა და ყველა მგზავრის ჯანმრთელობის დაზღვევას უბედური შემთხვევის დროს. პაკეტი ითვალიწინებს ასევე მესამე პირთა მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც ნიშნავს რომ თუ თქვენი მიზეზით ზიანი მიადგა მესამე პირის ქონებას ან ჯანმრთელობას, თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. სრული პაკეტის შეძენისას თქვენ საჩუქრად მიიღებთ 24 საათიან ავტოტენიკურ დახმარებას გზებზე და ფასდაკლებას პარტნიორ ორგანიზაციებში.

• დ1 დაზღვევის პაკეტი - ეს მარტივი და მცირე პაკეტი დაგაზღვევთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკისგან - ავტოავარიისგან. ეს პაკეტი საჭირო და აუცილებელია ყველა მძღოლისთვის, მისი შეძენა კი ონლაინ რეჟიმში, ამ ბმულის მიყოლით, ხელმისაწვდომ ფასად, თვეში 30 ან 40 ლარად შეგეძლებათ. დ1 დაზღვევით ანაზღაურდება შემთხვევები თუ ავარიის დროს დაგიზიანდათ თქვენი ავტომობილი, ან დააზიანეთ სხვისი ავტომობილი და ქონება, ან დააზიანეთ სხვისი ჯანმრთელობა. მისი შეძენა კი შეუძლია ყველას, ვინც არის 25 წლის ზემოთ, აქვს მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და მისი ავტომობილი გამოშვებულია 2000 წლის შემდეგ.

• ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა - ეს პაკეტი იმ შემთხვევებს აზღვევს, როდესაც თქვენი მიზეზით სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა ზიანდება. მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თვეში სიმბოლური 5 ან 10 ლარის სანაცვლოდ, შეძლებთ მშვიდად გადაადგილებას, მის შესაძენად კი მხოლოდ ვებ-გვერდზე ამ ბმულს უნდა მიჰყვეთ.

დაუმეგობრდით ბი ბოტს!

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ბი ბოტს, ახლა დროა რომ გაიცნოთ და ჰკითხოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ სადაზღვევო პროდუქტებზე. ბი ბოტის დახმრებით შეძლებთ შეიძინოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა და ამავე დროს მიიღოთ სამოგზაურო ასისტანსი. ეს ყველაფერი კი ონლაინ რეჟიმში, ჩატის საშუალებითაა შესაძლებელი. ბი ბოტი გაგარკვევთ დაზღვევის პირობებში, დაგითვლით პაკეტის ღირებულებას და დაუზარებლად გაგიწევთ დახმარებას პაკეტის საბოლოო შეძენამდე.

თიბისი დაზღვევა უფრთხილდება თქვენს დროს. დაზღვევის ონლაინ რეჟიმში შეძენის გარდა, აქ ანაზღაურების მოთხოვნაც დისტანციურად შეგეძლებათ. გამოიყენეთ თიბისი დაზღვევის ციფრული პლატფორმა თქვენი სიმშვიდისთვის.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.