რეკლამა
ანაზღაურება ზარალისთანავე - ალდაგის ახალი აგროდაზღვევა
FaceBook Twitter
E-mail Print
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს განახლებულ აგროდაზღვევას სთავაზობს.

ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას მისი დადგომიდან უმოკლეს დროში ითვალისწინებს - ეს არის უპირატესობა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებიდან დაზღვეულებს მხოლოდ ალდაგი სთავაზობს.

განახლებული აგროდაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე და დაზღვეულებს სთავაზობს სამწლიან სადაზღვევო პოლისს, რიმელიც გადახდის მოქნილ გრაფიკს ითვალისწინებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით, მეწარმე ვაზის დაზღვევისას სადაზღვევო თანხის 50%-ს, ხოლო სხვა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში - მხოლოდ 30%-ს იხდის.

აგროდაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება კულტურების დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ხოლო მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ამ რისკებს ემატება საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის პროექტს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად 2014 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აგროსფეროში მოღვაწე პირების შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 15 მილიონ ლარს აღემატება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.