რეკლამა
რატომ ავირჩიოთ თიბისი დაზღვევა
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ჩვენი მოვალეობაა წინასწარ გავთვალოთ რა შეიძლება მოხდეს, რამ შეიძლება მოგვაყენოს ფინანსური ზიანი, როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან და ავირიდოთ სამომავლო პრობლემები. ეს ყველაფერი რისკების შეფასებაში ერთიანდება, სადაზღვევო კომპანები კი გვეხმარებიან, რომ არ დავზარალდეთ გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან.

დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში 15-ზე მეტი სადაზღვევო კომპანია მუშაობს, რომლებიც მომხმარებელს განსხვავებულ სადაზღვევო პაკეტებს, პირობებს და ანაზღაურების ლიმიტებს სთავაზობენ. არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია კარგად შევისწავლოთ მათ მიერ შემოთავაზებული პირობები, თუმცა რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი არ უნდა დავივიწყოთ:

• რამდენად სანდო და კარგი რეპუტაცია აქვს ჩვენს მიერ შერჩეულ კომპანიას?

• როგორია ჩვენთვის სასურველი სადაზღვევო პროდუქტის პირობები? მათ შორის ყოველთვიური გადასახადი ანუ სადაზღვევო პრემია, ასევე ფრანშიზა - სადაზღვევო შემთხვევისას არაანაზღაურებადი ზარალის მინიმუმი.

• თუ არის შესაძლებელი დაზღვევის დისტანციურად შეძენა?

• შესაძლებელია თუ არა განაცხადის დისტანციურად გაკეთება და ზარალის ანაზღაურება ოფისში მიუსვლელად?

თიბისი დაზღვევა სწორედ ის სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს და მომხმარებელს მასზე მორგებულ, კომფორტულ და მოსახერხებელ სერვისს სთავაზობს.

სადაზღვევო პროდუქტები თიბისისგან

თიბისი დაზღვევა მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტებით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ დააზღვიოთ ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. რისი დაზღვევა გსურთ? არჩევანი თქვენზეა -

 ქონების დაზღვევა
 ავტოდაზღვევა
 ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
 მხოლოდ ავარიის დაზღვევა
 ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
 სამოგზაურო დაზღვევა
 სრიალის დაზღვევა
 აგროდაზღვევა
 კრიტიკული დაავადებების დაზღვევა

ამ სადაზღვევო პაკეტების შეძენას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეძლებთ. ამისათვის საჭიროა ესტუმროთ ვებ გვერდს და შეავსოთ მარტივი განაცხადი. თუ სადაზღვევო აგენტთან გსურთ გასაუბრება, საიტზე ონლაინ ჩატის ფუნქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. სადაზღვევო პროდუქტებში გზამკვლევად კი თიბისი დაზღვევის ბი ბოტიც შეგიძლიათ დაიხმაროთ. ბი ბოტი ყველა თქვენს შეკითხვას დაუღალავად გასცემს პასუხს და ამომწურავ ინფორმაციასაც მოგაწვდით. როგორც ხედავთ, დისტაციური კომუნიკაცია პრობლემას არ წამოადგენს. თქვენ უამრავი დრო გექნებათ ყველა პირობის გასაგებას, გასაანალიზებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

ონლაინ გადახდა და ანაზღაურება

თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი კომფორტული და მოსახერხებელი სერვისი ონლაინ გადახდა და ონლაინ ანაზღაურებაა. ონლაინ გადახდა გულისხმობს ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის ვებ-გვერდის დახმარებით გადახდას, ამისათვის დაგჭირდებთ პოლისის ნომერი და ნებისმიერი საბანკო ბარათი. ონლაინ ანაზღაურების სერვისი კი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თიბისი დაზღვევასთან კონტაქტს გაგიმარტივებთ. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ანაზღაურების მოთხოვნის განყოფილებაში შეავსოთ განაცხადი და კომპანიისგან უკუ-კავშირს დაელოდოთ.

სადაზღვევო სერვისებში კარგად გარკვევა სამომავლოდ ბევრად გაგვიმარტივებს სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ სადაზღვევო კომპანია, რომელსაც გადავაბარებთ მოსალოდნელ რისკებს, ჩვენ კი მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას. თიბისი დაზღვევა კი სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ჩვენს სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.