რეკლამა
„იდეების კონკურსი“ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბიზნესიდეების მხარდაჭერა
FaceBook Twitter
E-mail Print
1. ზოგადი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტედრაციისა და განვითარების ასოციაცია "ჰანგი", ასოციაცია "საუნჯე"-სთან პარტნიორობით, პროექტის "შშმ პირთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში" ფარგლებში აცხადებს "იდეების კონკურსს" საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელების მსურველ შშმ პირთათვის.

ასოციაცია "ჰანგი" 1999 წლიდან აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე. აქვს დიდი გამოცდილება შშმ პირთა წინაშე მდგარი პრობლემების ადვოკატირების, მათი გადამზადება-დასაქმების, სოციალური მეწარეობის განვითარების, საჭიროებათა კვლევის წარმოებაში. თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონეპირთა დასაქმების ან თვით დასაქმების კუთხით შესაბამისი პირობები ჯერაც სამწუხაროდ მინიმალურია, რაც შშმ პირებს უზღუდავს თვითრეალიზაციის და დამოუკიდებლობის საშუალებას.

2. კონკურსის მიზანი:

"შეზღუდულლი შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა თვითდასაქმების წახალისებით ინკლუზიურ ეკომონიკურ განვითარების ხელშეწყობა".

პროექტი მხარდაჭერილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების მცირე საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობებისგან მიღებული დაფინანსებით.

იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში (მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა, სენაკი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი) მცხოვრებ:

- ზრდასრულ, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს;
- ზრდასრული შშმ პირის ოჯახის წევრებს;

კონკურსანტებმა თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის მომგებიანობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა საგრანტო კონკურსის პირობებთან.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, როგორც პირველადი ასევე მეორად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა მიმართულებით წარმოდგენილი (წარმოება/მომსახურება) პროექტების განხილვას. ყველა მიმართულებით შემოსული პროექტი იქნება კომისიის მიერ შეფასებული და 9 საუკეთესო მათგანი დაფინანსდება.

3. კონკურსის ფინანსური საკითხები

ბიზნეს-იდეის დასაფინანსებლად მოთხოვნილი საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 8000 (რვაათასი) ლარს. პროექტის ფარგლებში არ არის აუცილებელი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ მივესალმებით აპლიკანტის მიერ პროექტში საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობის გამოვლინებას.

საგრანტო თანხის მოხმარება ნებადართულია შემდეგი მიზნებისთვის:

- კაპიტალური აქტივების შეძენა (საწარმოო დანადგარები, ტექნიკა, სასათბურე კონსტრუქციები, ხელსაწყოები და ა.შ.);

გრანტის თანხის გამოყენება დაუშვებელია:

- მიმდინარე დავალიანებების დასაფარავად;
- ერთჯერადი საჭიროებების დასაფინანსებლად;
- სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად.

4. ბიზნეს იდეის წარდგენა

საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის საშუალებით, მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2020 წლის 15 ივნისი 18:00 სთ

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

5. საჭირო დოკუმენტაცია

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა Word ფორმატში;
• შევსებული ბიუჯეტის ფორმა Excel ფორმატში;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• შშმ პირის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
• სხვა წყაროდან თანადაფინანსების შემთხვევაში თანადამფინანსებლის წერილობითი თანხმობის წერილი.
• ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი იდეების გასამყარებლად ასეთის არსებობის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია (ფოტო-მასალა, ხელშეკრულებები, ნახაზები, წინა წლების შემოსავლები და ხარჯები არსებული ბიზნესის განვიტარების შემთხვევაში).

არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.

6. პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

კრიტერიუმი

მაქსიმალური ქულა

1

წინადადების შესაბამისობა საგრანტო კონკურსის მიზნებსა და პირობებთან

15

2

რამდენად  რეალისტურია წარმოდგენილი  ბიზნესგეგმა    ადგილობრივ  ეკონომიკური  განვითარებისა და შშმ პირის დასაქმების-შემოსავლების გენერირების მისაღწევად.

25

3

რამდენად რეალისტურია წარმოდგენილი განაცხადის ფინანსური გათვლები.

25

4

სამუშაო ადგილების შექმნა

15

5

წარმოდგენილი ბიზნეს-იდეის მდგრადობა.

20

სულ:

100


7. განაცხადების მიღება-შეფასების გრაფიკი.

გრაფიკი

თარიღი

1

საგრანტო კონკურსის გამოცხადება

15.05.2020წ

2

საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადა

15.06.2020წ

3

განაცხადების შეფასების დასრულება

10.07.2020წ

4

გამარჯვებულ კონკურსანტების გამოცხადება

15.07.2020წ

5

გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმების ბოლო ვადა

30.07.2020წ


8. სააპლიკაციო ფორმები (Word და Excel) ფორმატში და შევსების ვიდეოინსტრუქციის ლინკები;

ცხრილში მოცემულ ლინკების მეშევეობით თქვენ შეგიძლიათ სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შესაბამისი ცხრილის და ვიდეოინსტრუქციის გადმოწერა, ან ონლაინ ნახვა. უბრალოდ დააკოპირეთ შესაბამისი ლინკი, ჩასვით ინტერნეტ-ბრაუზერის ((google Chrome, Opera ან სხვა) მისამართბის ზოლში დააჭირეთ Enter და გაიხსნება შესაბამისი ვიდეოინსტრუქცია.

#

დასახელება

შესაბამისი ლინკი

1

სააპლიკაციო ფორმა Word

https://www.dropbox.com/s/8h490gtjz36agu1/%E1%83
%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83
%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83
%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1
%83%A0%E1%83%9B%E1%83%90_%E1%83%B0%E
1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98_
SBIC.doc?dl=0

სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტი Excel

https://www.dropbox.com/s/8sbo42z50oxwvpd/%E1%
83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%
83%94%E1%83%A2%E1%83%98%202.xlsx?dl=0

2

სააკლიკაციო ფორმის შევსების ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/lpv736wc2sssvwc/%E1%83%
92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA
%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%
E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0
%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%
95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%
E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1
%83%98%E1%83%90.mkvdl=0

3

საწყისი კაპიტალი

 

ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/ochmjgfn0q0n8km/%E1%83
%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%
98%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83
%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%
90%E1%83%9A%E1%83%98.mkvdl=0

4

თვითღირებულების დაანგარიშება

 

ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/trjacr2wzjc75p5/%E1%83%
97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%A6
%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%
E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1
%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%
E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1
%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%
83%90.mkvdl=0

5

გაყიდვების პროგნოზი

 

ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/t4je5iwnomjolte/%E1%83%
92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93
%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%
E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D
%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%
E1%83%98.mkv?dl=0

6

მოგება-ზარალის უწყისი

 

ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/ebo1fk9rfk1v1bh/%E1%83%
9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91
%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%
E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20
%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%98%
E1%83%A1%E1%83%98.mkv?dl=0

7

ფულადი სახსრების მიმოქცევის უწყისი

 

ვიდეო ინსტრუქცია

https://www.dropbox.com/s/97knsgmtf7pzr0f/%E1%83%
A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93
%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%
AE%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91
%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%
98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%AA
%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%
20%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%98
%E1%83%A1%E1%83%98.mkv?dl=0


9.  დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის

კონკურსში მონაწილეებს ბიზნესგეგმის შედგენის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კონსულტაციები როგორც სატელეფონო ასევე ოფისში მისვლით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 84. ტ: 555 19 97 98 იაგო ფასანძე, 593 35 37 02 რუსლან საჯაია.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.