რეკლამა
როგორ გადავიხადოთ გადასახადები ონლაინ
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს ინტერნეტში ფინანსური სერვისების მომწოდებელ არაერთ ვებგვერდს აღმოაჩენთ. მათი დახმარებით მომხმარებელს გადასახადების სწრაფი და მომენტალური გადახდა შეუძლია. თიბისი ფეი მათგან სისწრაფის და სიზუსტის გარდა, უამრავი საჭირო და სასარგებლო ფუნქციით გამოირჩევა და მომხმარებელს დისტანციური გადახდების თანამედროვე, სრულყოფილ და მოქნილ სისტემას სთავაზობს.

თიბისი ფეის მომენტალური გადახდების სისტემას არსებობის თითქმის 12 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროისათვის მომხმარებელს 3 სხვადასხვა ფორმით - ჩასარიცხი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით აწვდის მომსახურებას. ქვეყნის მასშტაბით თიბისი ფეის 3500 აპარატთან ერთად, მომხმარებლისთვის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაციაც ხელმისაწვდომია.

თიბისი ფეის ონლაინ სერვისები

თიბისი ფეის ვებ-გვერდი და ონლაინ აპლიკაცია მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შექმნილი ციფრული პლატფორმებია, სადაც 1000-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი, თანაც ეს ყველაფერი მარტივად, ონლაინ რეჟიმში - ერთ სივრცეში ერთი კლიკით ხდება.

თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე დისტანციური გადახდებისთვის საჭირო ყველა პირობა დაცულია - მარტივი ინტერფეისი, მოსახერხებელი ნავიგაცია, სანდო და უსაფრთხო სისტემა, გადახდის სიზუსტე და სისწრაფე. სისტემაში რეგისტრაცია მარტივი, 1 წუთიანი პროცედურაა და ამისათვის მხოლოდ მობილური ნომრის მითითება დაგჭირდებათ. სხვადასხვა სერვისის გადახდას კი ნებისმიერი ბანკის ბარათით შეძლებთ. იმ შემთხვევაში თუ საბანკო ბარათს არ ფლობთ, თიბისი ფეი შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ ელექტრონული საფულის სერვისით. მისი ბალანსის შევსებას ჩასარიცხი აპარატებიდან ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ, მასზე ასახულ თანხას კი სერვისების დასაფარად გამოიყენებთ. ელექტრონული საფულით სარგებლობის ერთერთი უპირატესობა ისიც არის, რომ ამ შემთხვევაში ბარათის საკომისიოს საერთოდ არ იხდით.

არ აქვს მნიშვნელობა გადასახადების გადახდა გსურთ, მხოლოდ დავალიანებას ამოწმებთ თუ გადახდების ისტორიას ეძებთ - TBC Pay-ის მომენტალური გადახდების პლატფორმაზე ყველა ის ინფორმაციაა, რაც გჭირდებათ. ამ ყველაფერს კი დისტანციურად,სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ, რითიც მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ცხოვრებას.

თიბისი ფეის საშუალებით ყველა სახის კომუნალური დავალიანების დაფარვას რამდენიმე წუთში მოახერხებთ. ელ.ენერგიის, წყლის, დასუფთავების და ბუნერივი აირის სერვის-პროვაიდერების სრულ ჩამონათვალს ამ ბმულზე გაეცნობით. დავალიანების გადახდის შემდეგ კი თქვენ შეგიძლიათ დაამახსოვროთ თქვენი სააბონენტო ნომერი და მომდევნო ჯერზე გადახდისას თავიდან აიცილოთ მონაცემების ხელახალი შეყვანა. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შეტყობინების მიღების სერვისით და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღოთ ინფორმაცია დავალიანების მოსვლისთანავე. ასე თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ მნიშვნელოვანი გადასახადები.

ამ ფუნქციით შეგიძლიათ სატელეკომუნიკაციო გადასახადების დაფარვის დროსაც ისარგებლოთ და ინტერნეტის, ტელევიზიის და ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა გადახდის შემდეგ შეტყობინების მიღების ფუნქცია ჩართოთ და სააბონენტო ნომერიც დაამახსოვროთ მომდევნო გადახდისთვის.

თიბისი ფეის საშუალებით შესაძლებელია ონლაინ გადაიხადოთ ყველა სახის სახელმწიფო სერვისის გადასახადი, როგორიცაა მაგალითად საპატრულო ჯარიმა, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სერვისების ღირებულება, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების გადასახადები და ა.შ. კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია შსს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის გამოცდის ჯავშანია. თიბისი ფეის საშუალებით თქვენ შეძლებთ დისტანციურად დაჯავშნოთ ადგილი თქვენთვის სასურველ ქალაქში, სასურველ დროს და ონლაინ დაფაროთ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ღირებულებაც.

რატომ ავირჩიოთ თიბისი ფეი?

ფინანსური სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრა მოსახერხებელი და კომფორტულია ყველა მომხმარებლისთვის. თიბისი ფეის საშუალებით:

• რიცხავთ და იხდით ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად;
• გადახდების ისტორიის დახმარებით, აკონტროლებთ ფულად დანახარჯებს;
• შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
• გადარიცხვები მომენტალურად აისახება მიმღების ანგარიშზე;
• ყველა ტრანზაქცია უსაფრთხოა და თქვენი საბანკო თუ პერსონალური მონაცემები დაცულია.

აირჩეთ თქვენთვის მოსახერხებელი პლატფორმა - ვებ-გვერდი ან მობილურის აპლიკაცია, დაზოგეთ დრო და ისარგებლეთ ყველა ფინანსური სერვისით სახლიდან გაუსვლელად.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.