რეკლამა
ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ონლაინგამოცემა www.livepress.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი – ზუგდიდი. სრული სამუშაო განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

სოციალურ ქსელში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; „ლაივპრესის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუკის, ინსტაგრამის, იუტუბის და ტვიტერის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი; Ads Manager-დან რეკლამების გაშვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა; გამართული წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; ფეისბუკის სარეკლამო ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

● დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
● პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
● კომუნიკაციის უნარი;
● მობილიზებულობა და საქმეზე ორიენტირებულობა;
● დროის ეფექტურად მართვის უნარი;
● თვითმოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისთვის;
● ორგანიზებული და პუნქტუალური;
● სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა 31 მაისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ონლაინგამოცემა www.livepress.ge დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც 9 წელზე მეტია მუშაობს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.