რეკლამა
როგორ დავაზღვიოთ უძრავი ქონება
FaceBook Twitter
E-mail Print
უძრავი ქონების დაზღვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაზღვევის სახეობაა, რომელიც ქონების მფლობელს ყველა გაუთვალისწინებელი რისკისგან იცავს. ქონების დაზიანების შემთხვევაში, ზარალის ოდენობა ყოველთვის დიდია, შესაძლო დაზიანების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელი შეიძლება იყოს. რისკების თავიდან არიდება სწორად შერჩეული სადაზღვევო პაკეტით მარტივად შესაძლებელია. მოდით გავარკვიოთ, როგორ დავიცვათ საიმედოდ ჩვენი უძრავი ქონება?

რას მოიცავს უძრავი ქონების სადაზღვევო პაკეტი?

ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ის მნიშვნელოვანი ქონებაა, რომლის დასაზღვევადაც აუცილებლად საიმედო და გამოცდილ კომპანიას უნდა მივმართოთ. თიბისი დაზღვევა თქვენს ქონებას საუკეთესო პირობებით დააზღვევს. სადაზღვევო პაკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის ქონების დასაზღვევად, იქნება ეს სახლი, ბინა, აგარაკი, დამხმარე შენობა-ნაგებობა, ოფისი და სხვ.

უძრავი ქონები დაზღვევა თავიდან აგარიდებთ იმ ფინანსურ დანაკარგს, რომელიც თქვენს ქონებას შეძლება მიადგეს. სტანდარტულ პაკეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დაზიანებებით მიყენებული ზარალი -

• მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
• კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
• ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
• ხანძარი და აფეთქება;
• სტიქიური მოვლენები;
• ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.

სტანდარტული პაკეტი ყველა იმ საჭირო და ძირითად რისკს მოიცავს, რამაც შესაძლებელია უძრავი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. თიბისი დაზღვევა შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ გასაქირავებელი ბინის დასაზღვევადაც. დაზღვეული ბინის გაქირავების შემთხვევაში, ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული ზარალიც.

როგორ შევიძინოთ უძრავი ქონების დაზღვევა

თიბისი დაზღვევის სადაზღვევო პროდუქტების შეძენა მარტივად, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. უძრავი ქონების დაზღვევის ღირებულება საერთო ფართის კვადრატულობის მიხედვით განისაზღვრება. გარდა ამისა, ყოველთვიური პაკეტის ღირებულება იმატებს თუ თქვენ აღნიშნულ ფართს აქირავებთ. სადაზღვევო პაკეტის შესაძენად განაცხადის შევსება ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. ამისათვის უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას, შეავსოთ შესაბამისი ველები და აირჩიოთ ღილაკი "შეიძინე ონლაინ".

რას ნიშნავს პასუხიმგებლობის დაზღვევა

უძრავი ქონების დაზღვევის შეძენისას თქვენ აზღვევთ საკუთარ ქონებას. თუმცა ეს პაკეტი არ ითვალისწინებს თქვენი მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას როდესაც ქონებას სხვას, მაგალითად მეზობელს უზიანებთ. რისკების წინასწარ გათვლა ამ შემთხვევაშიც საჭიროა. ასეთი შემთხვევები ხომ ყველას შეიძლება დაემართოს. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღევა ქონების სტანდარტულ პაკეტთან ერთად, დამატებით მხოლოდ 5 ლარის სანაცვლოდ, აზღვევს თქვენს პასუხისმგებლობასაც. ამით არა მხოლოდ თქვენს ბინას, არამედ თქვენს ბინაში მომხდარი შემთხევევით გამოწვეულ ზიანსაც დააზღვევთ.

თიბისი დაზღვევა თქვენს მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ყურადღებით გაეცნოთ სადაზღვევო შემოთავაზებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და ყველა რისკი სადაზღვევო კომპანიას გადააბაროთ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.