რეკლამა
გაცოცხლებული ისტორია და კერძები ეთნო-რესტორან „კოლხეთის სამეფოში“ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
თუ გინდათ ზაფხულის ცხელი დღეები განსხვავებულ, გრილ და სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, ესტუმრეთ ეთნო-რესტორანს „კოლხეთის სამეფო“.

თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა რესტორანმა „სამეფომ“ ინტერიერი სრულად შეცვალა, განახლდა და რებრენდინგის შედეგად გახდა ეთნო-რესტორანი.

აქ დაგხვდებათ კომფორტული გარემო და უძველესი ტრადიციული კერძები, რომლებიც გაგიცოცხლებთ სამეგრელოს ეთნოგრაფიას, ტრადიციას.

რესტორანში მოსულ სტუმარს ფართო არჩევანის საშუალება აქვს - მაგიდები განთავსებულია, როგორც ღია სივრცეში, ასევე ფანჩატურებსა და ინდივიდუალურ ჯარგვალებში.

თქვენ შეძლებთ ბუნებაში, ჩანჩქერის ფონზე მიირთვათ უგემრიელესი მეგრული კერძები და თან დააკვირდეთ ელარჯის, მეგრული ჩახოხბილის, ხარჩოს ან ხინკლის მოხვევის მასტერკლასს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში.

კერძებს თქვენთვის გამოცდილი მზარეულები მოამზადებენ. სასიამოვნო სიახლე ელის ხინკლის მოყვარულებს. „კოლხეთის სამეფომ“ შეფ-მზარეული მოიწვია თბილისიდან, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად გემრიელ ხინკალს, მწვადს და ქაბაბს ამზადებს.

რესტორნის მფლობელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეთნოგრაფიას და კოლხური თემატიკიდან გამომდინარე ცდილობენ ისტორიის აღდგენას, რათა თითოეულ მომხმარებელს, ქართველს თუ უცხოელს შეახსენონ, როგორი უდიდესი ისტორიის მქონე ერი ვართ.

„კოლხეთის სამეფოში“ დაცულია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეკომენდაცია და შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ დრო.

შესაძლებელია მაგიდების წინასწარ დაჯავშნაც ტელეფონზე: 511 14 14 17 ან ესტუმროთ მისამართზე: ზუგდიდი, ანაკლიის გზატკეცილი, ქალაქიდან 5 კმ დაშორებით, სოფელ ინგირში.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.