რეკლამა
აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აკვაპარკს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მის მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად სტუმრობდა.

დღეს, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ აკვაპარკით სარგებლობა, მუსიკალურ განწყობაზე კი DJ იზრუნებს.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 200 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იმუშავებს. (გარდა წვიმიანი ამინდისა)

აკვაპარკ ,,ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

აკვაპარკში შესვლის ღირებულება:

3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - უფასო.

9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 5 ლარი.

9 წლიდან ზევით - 15 ლარი.