რეკლამა
რას აგვინაზღაურებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევა
FaceBook Twitter
E-mail Print
ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც ექნება ნათქვამი ფრაზა - „ჯანმრთელობის ფასი არაფერია.“ ეს მხოლოდ ტრაფარეტული ფრაზა არ არის, რეალურად მართლაც ასეა - ჯანმრთელობა შეუფასებელი და ძვირფასია, ხანდახან კი ძალიან ძვირადღირებულიც. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ისეთ კრიტიკულ დაავადებებს ეხება, როგორიცაა ინსულტი, დამბლა, სიმსივნე და სხვა. მძიმე დაავადებების მკურნალობა და ჯანმრთელობის აღდგენა მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. კრიტიკული დაავადებები ხშირად თავს სრულიად მოულოდნელად იჩენს. ასეთ დროს კი ფინანასების მოძიებაზე დრო არ უნდა დაიკარგოს. სწორედ ამისთვისაა შექმნილი თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური ნაკრები ექტრა, სადაც 7 გავრცელებული კრიტიკული დაავადების დაზღვევაა გაერთიანებული.

რისგან გვაზღვევს ნაკრები ექსტრა

თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ მინიმალურ ფასად, თვეში 6 ლარიდან ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადებისგან დაეზღვიოთ, ესენია -

• ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც ითვალისწინებს მის ყველა სტადიას (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

• მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

• ინსულტი

• კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

• თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

• დამბლა

• სიბრმავე

დაზღვევის შეძენა შეუძლია 18-დან 61 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაზღვევის მომენტში არ აქვს დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადების ან სიმსივნის დიაგნოზი. მოცდის პერიოდი 90 დღეს შეადგენს.

ნაკრების პირობები ვრცელდება დაზღვეული პირის არასრულწლოვან შვილებზეც. ეს კი ექსტრა დაზღვევის ერთ-ერთი უპირატესობაა. 18 წლამდე ასაკის შვილების დაზღვევით ნაკრების ღირებულება არ იცვლება და დამატებით თანხის გადახდა არ მოგიწევთ.

რა თანხა ანაზღაურდება

პოლისის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ანაზღაურების სასურველი ლიმიტი, ყოველთვიური გადასახადიც ამის შესაბამისად განისაზღვრება. ლიმიტი კი სამი სახისაა -მინიმალური - 25 000₾ / 10 000$, მაქსიმალური - 75 000₾ / 30 000$ და სტატუს კლიენტებისთვის - 150 000₾ / 60 000$.

დაზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დიაგნოსტირების შემთხვევაში, დაზღვეული პირი სრულად მიიღებს ლიმიტით განსაზღვრულ თანხას, რომელსაც შემდგომ სურვილისამებრ განკარგავს. დამატებით კი არანაირი დოკუმენტის წარდგენა არ მოუწევს.

ექსტრა ნაკრებით დაზღვეულ პირს რამდენიმე უპირატესობით შეეძლება სარგებლობა. ერთ-ერთია ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში დახმარების გაწევა. თიბისი დაზღვევის პარტნიორი ორგანიზაცია MediGuide მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ნებისმიერი დიაგნოზის გადამოწმებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, MediGuide უზრუნველყოფს მკურნალობის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით თქვენს მიერ არჩეულ კლინიკაში.

როგორ შევიძინოთ ნაკრები ექსტრა

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკრების შეძენას თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე შეძლებთ. მის შესაძენად კი მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. პოლისის ღირებულებას ანაზღაურების არჩეული ლიმიტი და თქვენი ასაკი განსაზღვრავს. მარტივ ფორმულარში პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ ყოველთიურად გადასახდელ თანხას გამოითვლით, ყიდვის დასრულებიდან 24 საათში კი პოლისი გააქტიურდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.