რეკლამა
რა რისკებს აზღვევს ავტომინი
FaceBook Twitter
E-mail Print
რა რისკებს აზღვევს ავტომინი

თუ ერთხელ მაინც გისურვიათ ისეთი ინდივიდუალური ავტოდაზღვევის ნაკრების არსებობა, სადაც თავად აირჩევდით თუ რა რისკის დაზღვევა გსურთ, მაშინ ავტომინის ნაკრები ნამდვილად თქვენთვისაა. ავტომობილს ხომ ყველა ძირითადად კომფორტული გადაადგილებისთვის იყენებს, თუმცა ქაოტურ ქუჩებში ყოველდღიურ მოძრაობას თან რისკებიც ახლავს. მით უფრო, თუ თავად ფრთხილი მძღოლი ხართ და სახიფათო სიტუაციებსაც არ ქმნით, სხვისი მიზეზით გამოწვეული დაზიანების დაზღვევა მეტად აუცილებელი ხდება. ავტომინის ნაკრებით საშუალება გაქვთ უპირველესად სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავარია დააზღვიოთ.

როგორ შევადგინოთ სასურველი ნაკრები

ავტომობილის დაზიანება ყოველთვის დიდ ფინანსურ ზიანს იწვევს. მოულოდელი ხარჯები კი არცთუ სასიამოვნოა. ავტომინის ნაკრებით თქვენ წინასწარ ირჩევთ კონკრეტულად რისი დაზღვევა გსურთ და ნაკრებს ინდივიდუალური საჭიროებით ადგენთ. ნუ შეიზღუდებით სურვილებში - დააზღვიეთ ის, რაც გჭირდებათ!

ნაკრების ღირებულება მინიმალური თანხით - 10 ლარიდან იწყება. ამ ფასად დაზღვეული იქნებით იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, რომელიც სხვისი ბრალეულობითაა მომხდარი. თუ თქვენი ბრალი არაფერია, მაშ სანერვიულოც არაფერი გექნებათ - ავტომობილის აღდგენის სრულ ხარჯებს თიბისი დაზღვევა დაგიფარავთ. რაც შეეხება ანაზღაურების ლიმიტებს, ეს დამოკიდებულია ავტომობილის ძარის ტიპსა და გამოშვების წელზე. აქედან გამომდინარე, ლიმიტი შესაძლოა იყოს მაქსიმუმ 5 000 ლარი, 10 000 ლარი ან 20 000 ლარი.

ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ნაკრები განავრცოთ და დაზღვეული რისკების ჩამონათვალი როგორც გსურთ, ისე გაზარდოთ. აირჩიეთ ყველაფერი ერთად ან ცალ-ცალკე.

• თუ გსურთ, რომ თქვენი ავტომობილი დაზღვეული იყოს ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმისა და ქურდობისგან, შეგიძლიათ დაზღვევის შეძენისას მონიშნოთ შესაბამისი გრაფა.

• შეგიძლიათ ასევე აირჩიოთ საქარე მინის დაზიანების დაზღვევა.

• მცირე თანხის დამატებით კი სტიქიური მოვლენებისგან, მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრისგან გამოწვეული დაზიანებებიც გექნებათ დაზღვეული.

• ავტომინის ნაკრებით შესაძლებლობა გექნებათ ნაკრებში შეიტანოთ მესამე პირთა მიმართ თქვენი პასუხისმგებლობაც. ასე თქვენ დაზღვეული გექნებათ ნებისმიერი სახის ავტოსაგზაო შემთხვევა, ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ის.

როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივია - თავად განსაზღვრავთ თქვენს საჭიროებებს, ითვალისწინებთ საკუთარ ბიუჯეტს, ირჩევთ დასაზღვევ რისკებს და ინდივიდუალურად ადგენთ სასურველ ნაკრებს.

სად და როგორ შევიძინოთ ავტომინის ნაკრები

თუ თქვენ 21 წელზე მეტის ხართ და მართვის მოწმობაც გაქვთ, ავტომინის შეძენის ყველა პირობას უკვე აკმაყოფილებთ. ნაკრების შეძენა თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. აქ დაგხვდებათ მარტივი ფორმულარი, რომელსაც ონლაინ შეავსებთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ შეიტანოთ ავტომობილის მონაცემები, აირჩიოთ სასურველი დაფარვები და განსაზღვროთ ანაზღაურების ლიმიტი. ნაკრების შესაძენად საჭიროა ავტომობილის სურათების წარდგენა თუმცა ამასაც დისტანციურად შეძლებთ - საკმარისია მანქანის ფოტოები ყველაზე მეგობრულ ჩატ ბოტს - ბი ბოტს გადაუგზავნოთ და ნაკრებიც გააქტიურდება.

ავტომინი ყველაზე მოქნილი და მოსახერხებელი პირობებით გამორჩეული ავტოდაზღვევაა. თანაც არ დაგავიწყდეთ - ამ ნაკრებს არ აქვს ფრანშიზა - აქ ყველაფერი თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე, სრულად ანაზღაურდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.