რეკლამა
რა უპირატესობა აქვს ქონების დაზღვევას
რა უპირატესობა აქვს ქონების დაზღვევას

სახლი და საცხოვრებელი გარემო ყველა ადამიანისთვის ძვირფასი ადგილია. ჩვენ ყველა ვცდილობთ შევქმნათ იდეალური სიმყუდროვე იქ, სადაც ყოველი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებთ. საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვას ყველა სხვადასხვაგავრად გამოვხატავთ - ბევრი ფიქრის შემდეგ ვწყვეტთ კედლის თუ იატაკის ჩვენთვის მისაღებ ფერებს, ვარჩევთ ავეჯს და დეკორატიული ნივთებს, ვიძენთ ცოცხალ მცენარეებს, ამ ყველაფერს ვარგებთ განათების სასურველ ინტენსივობას და საბოლოოდ ვიღებთ გარემოს, სადაც შეგვეძლება ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრება.

ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა კი ამით არ სრულდება. საბოლოო მოწყობის შემდეგ დროა უკვე ამ გარემოს შენარჩუნებაზეც ვიფიქროთ. ბინის დაზღვევა ჩვენი ქონების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამით ვიღებთ გარანტიას, რომ გაუთვალისწინებელი მომენტების მიუხედავად, ჩვენი საცხოვრებელი ადგილი დარჩება ყოველთვის ისე, როგორც ჩვენ გვქონდა ჩაფიქრებული.

რას აზღვევს ქონების დაზღვევა

ქონების სადაზღვევო ნაკრები ითვალისწინებს როგორც ბინისა და მისი რემონტის, ასევე მასში განთავსებული ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას. თუ თქვენ სრულყოფილ ნაკრებს ეძებთ, სადაც ყველა საჭირო პირობა წინასწარ გათვალისწინებული იქნება, მაშინ თიბისი დაზღვევაში აუცილებლად იპოვით თქვენზე მორგებულ სადაზღვევო შემოთავაზებას. ეს საჭირო და სასარგებლო დაზღვევა კი ყველასთვის მისაღებ ფასად, თვეში 10 ლარიდანაა ხელმისაწვდომი.

თიბისი დაზღვევა ამ ნაკრებით თქვენს ბინას შემდეგი შემთხვევებისგან დააზღვევს:

• მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;

• კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;

• ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;

• ხანძარი და აფეთქება;

• სტიქიური მოვლენები;

• ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.

ბინის დაზღვევა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც უძრავ ქონებას აქირავებს. ამ სადაზღვევო ნაკრებით აგინაზღააურდებათ დამქირავებლის მიერ მიყენებული ზიანიც. გასაქირავებელი ბინის დაზღვევა თვეში 12 ლარიდანაა შესაძლებელი.

სად შევიძინოთ ქონების დაზღვევა

ბინის დაზღვევას მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. თიბისი დაზღვევის მულტიფუნქციურ ვებგვერდზე ნაკრების ონლაინ შესაძენად სულ 5 წუთი დაგჭირდებათ. განაცხადის შევსებამდე შესაძლებელია ნაკრების ღირებულება გამოთვლა, ამისათვის კი ფასის დამთვლელ კალკულატორში ბინის მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ფასი დაანგარიშდება ბინის კვადრატულობის მიხედვით. ასევე მცირედით განსხვავდება ფასი თუ დასაზღვევ ფართს აქირავებთ.

ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ზიანის ანაზღაურების პირობებსაც. ლიმიტის მიხედვით აგინაზღაურდებათ როგორც რემონტის, ასევე ავეჯისა და ტექნიკის ღირებულება. რემონტის დაზიანების დროს, კვადრატულ მეტრზე 300 ლარი ანაზღაურდება, ხოლო ავეჯის და ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში 20 000 ლარამდე თანხას მიიღებთ. ბინის დაზღვევაში პირობებში გათვალისწიებულია 5% ფრანშიზა, რაც ნიშნავს, რომ ზიანის დათვლის შემდეგ საბოლოო თანხის 5% არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

გასათვალისწინებელია ასევე შემთხვევები, რომლებიც არ ანაზღაურდება.

• ოჯახის წევრის მიერ ქონების განზრახ დაზიანება;

• კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებული ინფორმაციის აღდგენის ხარჯები;

• სამოქალაქო მღელვარების შედეგად ქონების დაზიანება.

ბინის დაზღვევის კონკრეტული პირობების გასაცნობად და ნაკრების შესაძენად მიჰყევით ბმულს.